წელს  5 კლასის დამრიგებელი გავხდი და ქალბატონმა ნინომ თავისი 25 ბარტყი მთელი გულით და სულით ჩამაბარა. ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან კურიოზული გამოდგა. სწავლის დაწყების წინ ფეხი ვიღრძე და  დიდი გაჭირვებით, კოჭლობით ძლივს მივბობღდი სკოლაში .... იქ კი ჭკვიანი, ჩაფიქრებული, შეშინებული, ეშმაკურად მოციმციმე, ცნობისმოყვარე და  გაკვირვებული თვალები დამხვდა. რომლებიც მეკითხებოდნენ ეხლა რა იქნება, რა უნდა გავაკეთოთ, ახალი საკლასო ოთახი, ახალი წიგნები, ახალი მასწავლებლები ... ყველაფერი ახალი და კიდევ "კოჭლი" დამრიგებელი. ერთი დღისთვის ძალიან ბევრი იყო :)
ნელ–ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. ეხლა კი ჩვენს გეგმებზე მოგითხრობთ:

 ღონისძიებების  საკითხთა ჩამონათვალი
ჩატარების
დრო
პასუხის-
მგებელი
შენიშვნა
1
კლასის ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა
სწავლის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში
სკოლის დირექცია და დამრიგებელი
2
სახელმძღვანელოების მოსწავლეებზე გადაცემა და მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმება
13–16.09.13
შ. ქურდაძე

3
მოსწავლეთა და მშობელთა გაცნობა, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის ცხრილის გაცნობა.
16.09.13
შ. ქურდაძე
4
გაკვეთილზე ქცევის წესების შემუშავება. მოვალეობების გადანაწილება მოსწავლეთა შორის.
16–20.09.13
შ. ქურდაძე
5
სკოლის შინაგანაწესის გაცნობა
18.09.13
შ. ქურდაძე
6
მშობელთა კრებების ორგანიზება
20.09.2013
18.10.2013
29.11.2013
შ. ქურდაძე
7
კლასის დოკუმენტაციის მოწესრიგება
სისტემატიურად
შ. ქურდაძე
8
გაცდენების კონტროლი,მიზეზების დადგენა
სისტემატიურად
შ. ქურდაძე
9
  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისათვის ზრუნვა

სისტემატიურად

შ. ქურდაძე
10
სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი
სისტემატიურად
შ. ქურდაძე
11
კლასის საათის ორგანიზება.
სავარაუდო თემების ჩამონათვალი:


  •             სწორი კომუნიკაციის დამყარება მეგობრებთან და უფროსებთან
  •         ძალადობა და კონფლიქტების მართვა.
  •       ტოლერანტობის არსი და მისი მნიშვნელობა
  •       სკოლა და სკოლის გარეთ
  •         მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცენ.
  •         მეგობრობა და მისი მნიშვნელობა
  •         ზრდილობა ადამიანის საუკეთესო სამკაულია
  •         ჯანსაღი ცხოვრების წესი    კომპიუტერი და მოზარდი
საჭიროების შემთხვევაში
შ. ქურდაძე
12

20.10.2013

შ. ქურდაძე
მშობლები
13
ჩვენ ვწერთ ასომთავრულით–
სიურპრიზი ნანა მასწავლებელს


15.11.2013

შ. ქურდაძე
14

07.12.2013

შ. ქურდაძე
თ. გოგოლაძე
მშობლები
15
წერილი მეგობარს ქეთის გაცილება


20.12.2013
შ. ქურდაძე
ნ.შალამბერიძე
16
ელექტრონული გზავნილი მშობლებს. 3.03.2014  შ. ქურდაძე
17
მხიარული სტარტები 5 კლასებს შორის. "ლიდერი" და "შევარდენი".
8.05.2014  გელა 
თ.დავითულიანი
18
სასწავლო ექსკურსია უფლისციხეზე
08.06.2014
შ. ქურდაძე
მშობლები
19
შემაჯამებელი საუბარი თემაზე:
რა მომცა 2013-2014 სასწ. წელმა

13.06.2014
შ. ქურდაძე
20
სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება და სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაბარება
10–20.06.2013
შ. ქურდაძე
მშობლები
კლასის  დამრიგებელი    შორენა ქურდაძე

0 коммент.:

Отправить комментарий